ახალი ამბები
წითლიძე: სავარაუდოდ, ლევან შონიას დაკითხავენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანთის გუბერნატორი შესაძლოა ფინანსური პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარონ. თავად წითლიძემ საგამოძიებო უწყებაში შეკითხვებს დღეს უპასუხა.

„კითხვები ეხებოდა კონტრაბანდას და ამ სქემაში გუბერნატორის მონაწილეობას. მე მათ ვუთხარი სამეგრელოში ტოტალური კონტრაბანდული საქონლის შემოტანისა და გასაღების შესახებ. ჩვენი პრეროგატავა არ არის მტკიცებულებების მოძიება. ჩვენ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმურ ეჭვს. შონია-შენგელია სწორედ ამ სქემით მოქმედებნენ 90-იან წლებში და თუ გამოძიება ობიექტური იქნება, გუბერნატორი უნდა დააკავონ“, - აღნიშნა წითლიძემ. 

მისივე თქმით, გამოძიება დაინტერესდა, თუ აქვს ამ ყველაფერთან კავშირი ცენტრალური ხელისფლების რომელიმე წარმომადგენელს, თუმცა წითლიძემ თქვა, რომ ამის გამოძიება ფინანსური პოლიციის პრეროგატივაა.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურში ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ „ენმ“ ყველა „ბინძურ“ ხერხს იყენებს ლევან შონიას დისკრედიტაციისთვის.


ამავე თემაზე:

გუბერნატორის პრესსამსახური: ენმ-ის ცილისმწამებლური კამპანია შონიას იმიჯის შელახვას ემსახურება
Print