ახალი ამბები
ნიკანორ მელია: არ მახსოვს კორცხელში ვინ დამარტყა
კორცხელის საქმესთან დაკავშირებით, პარლამეტის წევრს და “ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერს ნიკანორ მელიას ზუგდიდის სასამართლოში დღეს მოუსმინეს. მისი დაკითხვა, თითქმის ორ საათს გაგრძელდა. მელიამ სასამართლოს უთხრა, რომ არ იცის თუ ვინ დაარტყა პირველად, რასაც საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ერთმანეთში ვსუბრობდით და მოულოდნელად უკნიდან ვიღაცამ თავში დამარტყა და გაიქცა. არ ვიცი ვინ იყო ის. შემდეგ კი 5-6 ადამიანი წამოვიდა ჩემსკენ და მოხდა თავდასხმა“, - თქვა სხდომაზე მან.

კორცხელში მომხდარს მან დარბევა უწოდა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის სკამზე მყოფი ადამინები არიან მოძალადეები, თუმცა მან მათ შორის ისინი ვერ ამოიცნო, რომელმაც პირველად დაარტყა.

„ის ადამიანი აქ არ ზის და მაქვს შეკითხვა თუ რატომ არ არის ის მხილებული. არამარტო ის... დღეს აქ ზის მათი ნაწილი, თუმცა იქ ორგანიზებული ჯგუფი არბევდა ნახევარ სოფელს და არცერთი მათგანი არ არის დასჯილი“, - უთხრა სასამართლოს მელიამ.

ოპოზიციური პარტიის წევრს სასამართლოს მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არა აქვს, თუმცა ამბობს, რომ სხვა ხელისუფლების პირობებში ეს საქმე აუცილებლად გადაიხედება.

„ისინი თავს გრძნობენ კომფორტულად და ბუნებრივია აქ არ დადგება შესაბამისი სასჯელი. ვინაიდან ესენი არიან სახელმწიფო სამსახურებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მფარველობის ქვეშ. იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი არ იმართებიან სახელმწიფო სამსახურების მხრიდან აქციაც კი მოაწყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამი წლის წინ. ზუსატდ იმას აკეთებდა სამი წლის წინ ეს ზონდერ ჯგუფი, რასაც ახლა აკეთებს თბილისში მეორე ზონდერ ჯგუფი და დაირქვეს ფაშისტური მოძრაობა. ეს ჯგუფები სახელმწიფომ შექმნა იმისთვის, რომ დაუპირისპიროს ნებისმიერ განსხვავებულ აზრს“, - თქვა მან.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა, რომელიც 12 ივნისს დაიგეგმა, ბრალდებულები დაკითხებიან.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, მათ შორის, დიმა ლაშხიამ, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

ნიკანორ მელიას ზუგდიდის სასამართლოში იბარებენ







Print