რეგიონი
მამუკა წოწერია: ყველა საერთაშორისო ასპარეზს გამოვიყენებთ ოთხოზორიას მკვლელის დასასჯელად (ვიდეო)
ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას საფლავზე დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მათთვის ეს დღე ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკულია.

„მიუხედავად ხელისუფლების ყველა მცდელობისა მკვლელი დღემდე არ არის დასჯილი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით და ყველა საერთაშორისო ასპარეზს ისევ გამოვიყენებთ, რომ მოხდეს მკვლელისა და მკვლელობაში სხვა მონაწილე პირების დაკავება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელს საქართველოს ვაჟკაცი ადამიანის ვერაგულად მკვლობას“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.




Print