ახალი ამბები
„არა ხუდონჰესს“ - ხაიშში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო)
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კატეგორიულად მოითხოვენ, არ გაგრძელდეს „ხუდონჰესის“ მშენებლობა და ხაიშის თემს დაუბრუნდეს მიწა, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზურა ნიჟარაძის თქმით, ხაიშელებს წინა ხელისუფლების დროს წაართვეს.



„დიდი ჰესები, მათ შორის, ხუდონჰესი ეკოლოგიურ კატასფროფას გამოიწვევს, საფრთხეა არა მხოლოდ სვანეთის, არამედ, სამეგრელოსთვისაც. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაპირება, რომელიც მივიღეთ, იქცეს დადგენილებად და ოფიციალურად დადასტურდეს, რომ სახელმწიფო უარს ამბობს „ხუდონჰესის“ მშენებლობაზე. ამასთან, მოვითხოვთ, მოგვენიჭოს ავტოქტონური მოსახლეობის სტატუსი და ხაიშის თემს დაუბრინდეს 1400 ჰა მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ნიჟარაძემ.



მისივე ინფორმაციით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 3 ივნისს ხაიშში ფართომასშტაბიანი აქცია ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ზემო და ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს სხვა კუთხიდან ჩამოსულებიც მიიღებენ.

Print