ახალი ამბები
ფოთში ტერიტორიული წყლების დაბინძურების მორიგი ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.

მათივე ინფორმაციით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

Print