ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის ესკიზებზე კონკურსი გამოცხადდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის დროშისა და გერბის ესკიზებზე კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. საკრებულოს წევრისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე კაკავას თქმით, უკვე დადგენილია სიმბოლოები და ელემენტები, რომლებიც მათზე უნდა იყოს დატანილი. მისივე ინფორმაციით, დროებითმა სამუშაო კომისიამ აღნიშნული ელემენტები საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრა.



„გერბზე, რა თქმა უნდა, იქნება ჰერალდიკური ფრანგული ფარი, რომელიც საერთოა ყველა მუნიციპალიტეტისთვის, ასევე სადევიზე ბაფთა, რომელზეც ეწერება „ზუგდიდი“ და სამკოშკიანი ქონგურებიანი გვირგვინი. ასევე, კომისიამ ექსპერტებთან ერთად დაადგინა, რომ მათზე აისახოს ღვთისმშობლის კვართი და ზღვის ელემენტი, რადგან მუნიციპალიტეტი ესაზღვრება ზღვას“, - აღნიშნა კაკავამ.

მისივე თქმით, კონკურსის მონაწილეებმა უნდა ასახონ კავშირი ამ ელემენტებს შორის და კომისიას საკუთარი იდეები შესთავაზონ. მან მოქალაქეებს მონაწილეობისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ აღნიშნული სიმბოლოები მემკვიდრეობითობის პრინციპს ემყარება, რადგან ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდი მუნიციპალიტეტების სიმბოლიკაზე სწორედ აღნიშნული დეტალები იყო დატანილი.

საკრებულოში იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სანდრო სორდიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს გამართა.
Print