რეგიონი
სამეგრელოსა და მესტიაში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია იმ ღონისძიებების განრიგს ავრცელებს, რომელიც რეგიონის მუნიციპალიტეტებში 26 მაისს არის დაგეგმილი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. რადიო „ათინათი“ მათ განრიგს უცვლელად გთავაზობთ:

ფოთი

► ფოთის ცენტრალურ მოედანზე, თეატრთან გაიმართება შემდეგი სახის ღონისძიებები: დღის საკონცერტო პროგრამა / გალა-კონცერტი, ფოიერვერკი.
საბავშვო გასართობი აქტივობები.
ღია კინოთეატრი – ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებები.
ინსტალაცია 100
გარემოს დაცვის თემატიკით კოსტიუმირებული მსვლელობა
ცოცხალი ფოტოზონა თეატრალური ელემენტებით
ისტორიული გამოფენა
VR-ზონა: დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება
დაცული ტერიტორიების ლანდშაფტების გაცოცხლება
მცენარეების გამოფენა
პროფესიული სასწავლებლების გამოფენა
► მოეწყობა ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებული სანავიგაციო რუკების და ნიშნების გამოფენა
► მარინისტული გამოფენა-ფოთის შუქურა,
► 10:00-17:00 - ,,ისტორიის კვალდაკვალ“...-საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი;
► 10:00-20:00 –ლიტერატურული-მუსიკალური კომპოზიცია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“...
► 10:00-21:00 - ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენები;- პარკის მიმდებარედ;
► 10:00-18:00- საუკუნისწინანდელი ბიბლიოგრაფიული გამოცემების გამოფენა-პრეზენტაცია; საბიბლიოთეკო გაერთიანება;
► 11:00-11:40- სპორტული პროგრამა (კროსი, ველოგარბენი, სანიჩბოსნო სკოლისა და საიალქნო კლუბის მოსწავლეთა საჩვენებელი გამოსვლა მდ.რიონზე);
► 12:00 – 12:54 – საზეიმო კონცერტი, ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით; პირველი ნაწილი
► 13:00-13:40-წლის წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება;
► 14:00 – 14:40 - საზეიმო კონცერტი, ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით; მეორე ნაწილი
► 15:30-16:30 -მეკო სტუდია
► 17:10- პირდაპირი ტრანსლირება -საქართველოს ჰიმნი, ანსამბლი ,,ფაზისი“;
► 17:20-18:00 -მეკო სტუდია;
► 19:30 –გალა კონცერტი, ფოიერვერკი;


სენაკი

► 10:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (10:00 სთ.)
► 10:00 ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (გიორგი ნიკოლავას ფოტონამუშევრების გამოფენა, ფოტოგამოფენა ,,დამოუკიდებლობის ქრონიკები 1918-1921“, მერაბ კოსტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახეზე მოხატვა)
► 12:00 - საზეიმო მსვლელობა
► 13:00 - ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყობა საჩვენებელი სპორტული შეჯიბრებები, ყვავილების ფესტივალი, კულინარიული გამოფენა, ასფალტზე ხატვა, ფლეშმობი
► 15:00 - ფილმი ,,ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება და დისკუსია
► 18:00 - ქორეოგრაფიული კონცერტი ჟ. შარტავას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზე
► 20:00 - კლასიკური მუსიკის გალა-კონცერტი თეატრალურ მოედანზე ღია ცის ქვეშ
► 22:00 - ფონდში დაცული თემატური ნამუშევრების გამოფენა და შემაჯამებელი პრეზენტაცია ,,დამოუკიდებლობის საუკუნე“ სამხატვრო გალერეაში

ჩხოროწყუ


► 11 საათიდან დაიწყება სპორტული ღონისძიებები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება,
► 12:00 - სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას მემორიალის ყვავილებით შემკობა, მისი სახელობის სკვერში ხეების დარგვა, სოფელ ახუთის კულტურის სახლში გაიმართება ღონისძიება,
► 17:00 საათზე კულტურის სახლის წინ გაიმართება კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით

წალენჯიხა


► 11:00 ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყობა ფერწერული ტილოების და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა
► 13:00 მოედანზე მოეწყობა სპორტული ღონისძიებები- ჭიდაობა, კარატე, მკლავჭიდი, ველორბოლა, ბაგირის გადაწევა, ჭადრაკის ტური.
► 13:00 მსვლელობა ეროვნული სამოსით
► 14:00 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩატარდება მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში, ასევე სოფლის და თემების კულტურის სახლებში.
► 15: 00 კონცერტი

მარტვილი

► 09:00 საათი – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.
► 11:00 საათი – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა.
► 11:15 საათი – მარტვილის ცენტრალურ პარკში, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.
► 11: 00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში:
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული შეჯიბრებები: მძლეოსნობა, კრივი, ტაეკვანდო, ჭადრაკი, უშუ, კრივი, ძიუდო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ტანვარჯიში (სკოლის მოსწავლეები);
რაიონული პირველობა ფრენბურთში, საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია;
რაიონული პირველობა „ჭადრაკში“ საჯარო დაწესებულებებს შორის „საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი“ (ასაკი შეუზღუდავი);
► 11:00 - 13:00 – სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე 10–13 წლის ბავშვების საფეხბურთო ფესტივალი.
► 11:00 საათიდან – ლიტერატურულ–შემეცნებითი კომპოზიცია კულტურის სახლში.
► 12:30 - სახვითი ხელოვნების და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა - კულტურის სახლში;
► 13:00 –მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა.
► 13:00 - „მერაბ კოსტავა“ ლიტერატურული კომპოზიცია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (საჯარო ბიბლიოთეკა).
► 17:00 – კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების და ანსამბლების მონაწილეობით.


აბაშა


► 10:00 - აბაშის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ჩატარდება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
► 11:00 - მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება, მოსწავლეთა სასწავლო თემატური კონფერენცია პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტის, მწერლის, მთარგმნელის, საქართველოს დამფუძნებელი კრების ეროვნული საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, გიორგი გვაზავას ეროვნულ- პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ფოიეში, მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება ფოტოგამოფენა: ,,ეს ჩემი სამშობლოა“
► 14:00 - კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ფოიეში, ხელოვნების სკოლის მოსწავლეები გამართავენ, ქართული საფორტეპიანო მუსიკისა და სიმღერის კონცერტს.
► 19:00 - მოეწყობა ეროვნულ სამოსში გამოწყობილთა სადღესასწაულო მსვლელობა და ფლეშმობი ქ. აბაშის ცენტრში.
► 20:00 - ღია ცის ქვეშ გაიმართება საზეიმო კონცერტი


მესტია

► 12:00 - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი წირვა, ზარების რეკვა წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში (წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი)
► 12:30–13:00 ჩოხოსანთა სვლა (სეტის მოედანი)
► 12:00–18:00 ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა (სეტის მოედანი)
► 14:00 - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი (ღონისძიებას გახსნის „რიჰო“ ჰიმნით)
► 12:30–18:00 სპორტული ღონისძიებები (შეჯიბრება ჭადრაკში, ჭიდაობაში, მკლავჭიდში) - სეტის ცენტრალური სკვერი
► თეატრალური იმპროვიზაციები (სეტის მოედანი)
17:00-19:00 დასკვნითი კონცერტი (სეტის მოედანი)
მუსიკალური იმპროვიზაციები ადგილობრივი მომღერლების შესრულებით -დათო ნავერიანი

ხობი

► 10.00 -დან ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ‘’ თემატური გამოფენები მუნიციპალიტეტის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში.

► 16.00 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში.

► 17.00 - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი .ფოლკლორულ ანსაბლ ,,კოლხეთის“, სახელწიფო ფოლკლორულ ანსამბლ ,,რუსთავისა“ და ჯგუფ ,,ურსას“ მონაწილეობით.
► 20.00 - ახალგაზრდული კონცერტი .

ამავე თემაზე:

რა ღონისძიებებით ხვდება ზუგდიდი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს

Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
15 / ოქტომბერი 2019
საუბრობს - ტრენერი ხათუნა გადელია.
14 / ოქტომბერი 2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიში ნაროუშვილების ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
14 / ოქტომბერი 2019
ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში, ზუგდიდელ ახალგაზრდებსა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებს
საზოგადოება
სამეგრელოში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
კლინიკა „მედი“-მ 20 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც შეკვეთილში, ახლად გახსნილ კურორტ „მაგნიკა“-ში გაიმართა.
ზუგდიდში, ჭითაწყარში არსებული ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში მოქალაქეებს ტექდათვალიერების დროულად გავლისკენ მოუწოდებენ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.