ახალი ამბები
„ენერგო-პრო ჯორჯია“: ელექტროენერგია არაგაბარიტული ტვირთის გადატანის გამო გამოვრთეთ
წუხელ პირველი საათიდან დილის 8 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქალაქ ზუგდიდის და მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიაში” ვერ ასახელებენ ზუსტ ციფრს, თუ რამდენ აბონენტს არ მიეწოდებოდა დენი.

რაც შეეხება შეზღუდვის მიზეზს, კომპანიაში განმარტავენ, რომ დენი კომპანიაში შესული განცხადების საფუძველზე გაითიშა.

„როცა ჩვენთან შემოდის განცხადება არაგაბარიტული ტვირთის გადატანასთან დაკავშირებით, გვევალება უსაფრთხოების დაცვა და შესაბამისი ზომების მიღება“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ „ენერგო პრო ჯორჯიაში“.

ჩვენს კითხვაზე, იგეგმება თუ არა გამორთვა დღეს საღამოსაც, კომპანიაში გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ფლობენ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური გზა გადაკეტილია (ფოტო)
Print