ახალი ამბები
აღსრულების ეროვნული ბიურო დადიანების ეზოში მიწის ნაკვეთის ნაწილს ყიდის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო დადიანების სასახლის ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მიწის ნაკვეთს ყიდის. ელექტრონული აუქციონის მიხედვით, საუბარია 995 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელიც კერძო მესაკუთრე გია უბირიას იპოთეკით აქვს დატვირთული.

საწყისი ფასი 482 ათას 250 ლარია. აუქციონი, რომელიც 18 მაისს დაიწყო, 28 მაისს დასრულდება.



აღნიშნული მიწის ნაკვეთი მანამდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ლევან ქარდავას ეკუთვნოდა. მაშინ ქარდავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მიწის შეძენა სთხოვეს და ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა. ქარდავა ასევე ამბობდა, რომ სასტუმრო უკრაინაში არსებული ვორონცოვის სასახლის მსგასი იქნებოდა, რომელიც არქიტექტურით დადიანების სასახლის მსგავსია.




აღნიშნულ მიწის ნაკვეთი ბიზნესმენმა ლევან ქარდავა გადეპუტატობამდე ეკონომიკის სამინისტროსგან 2007 წელს 135 ათას დოლარად შეიძინა და 2014 წლამდე ფლობდა. მას ქონება ყადაღის გამო აღსრულების ბიურომ გაუყიდა. მაშინ აღნიშნული ტერიტორია აუქციონით მოქალაქე გია უბრირიამ შეიძინა.

ამავე თემაზე:

ლევან ქარდავა: მუზეუმის ეზოს მიმდებარედ დადიანების კიევის სასახლის ასლი სასტუმრო უნდა ამეშენებინა
Print