რეგიონი
ზუგდიდში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი 75 წლის ქალს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების ცნობით, პაციენტს მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს, ამ ეტაპზე კი სხვადასხვა გამოკვლევა უტარდება.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print