ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში გენდერული საბჭო პირველად შეიკრიბა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭო პირველად შეიკრიბა, რომელზეც დღეს საბჭოს დებულება დაამტკიცეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. საბჭოს სხდომას თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაუძღვა. ის იმედოვნებს, რომ საბჭოს მუშაობა გენდერული თანასწორობისთვის ეფექტური იქნება.

„ჩვენი მიზანია გენდერული თანასწრობის უზრუნველყოფა და თანასწორობის დაცვა, სხვადასხვა ნორმატიული აქტის გენდერული თვალსაზრისით ექსპერტიზა. საბჭო არის იმ შემადგნელობით წარმოდგენილი, რომ ქმედუნარიანი და ეფექტური იქნება მუშაობა“, - აღნიშნა წოწერიამ.



რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობას, წოწერიამ განმარტა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მუშაობა შეუძლია, მიმართოს საბჭოს და მიიღოს მონაწილეობა.

დღევანდელ შეხვედრას საბჭოს 15 წევრი დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთია ასოციაცია „იმედის“ ხელმძღვანელი ქრისტინა კილანავა, რომელმაც განმარტა, რომ კონფლიქტისპირა რეგიონში გენდერული თანასწორობის საბჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და მუშობას სწორედ ამ კუთხით აპირების.

„გენდერული თანასწორბის საბჭო იქნება ინსტრუმენტი კონფლიქტისპირა რეგიონში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და ქალების მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა კილანავამ.

გენდერული საბჭო სამ თვეში ერთხელ და საჭიროებისამებრ შეიკრიბება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილ გენდერულ საბჭოში, რომელიც პირველ სხდომას 25 მაისს გამართავს, ამ ეტაპზე სულ 17 წევრია. მათგან ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია. უმეტესობა მათგანი კი საკრებულოს უმრავლესობის წევრი ან საჯარო მოხელეა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში გენდერული საბჭო პირველ სხდომას 25 მაისს გამართავს

Print