ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან ერთად ძლიერი საქართველოს შენებას ვუსურვებ (ვიდეო)
ზუგდიდელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ. ის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღნიშვნას დილიდან შეუერთდა. ქვარაიამ ქართველებს განვითარებული მომავლის მქონე ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას. მართლაც ამაღლებული განწყობაა, ზუგდიდი ზეიმობს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს და განწყობაც შესაფერისია. თითოეულ ქართველს ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებს, გაძლიერებას, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი და განვითარებული მომავლის მქონე საქართველო“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში დილიდან სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

ამავე თემაზე:

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ (ვიდეო)



Print