ახალი ამბები
ზუგდიდელების სურვილები დამოუკიდებლობის დღეს (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში დღეს დილიდან ხალხმრავლობაა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის, ბავშვები იღებენ მონაწილეობას.



„ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას, ერთიან საქართველოში ცხოვრებას, დამლუკიდებლობის შენარჩუნებასა და უმუშევრობის აღმოფხვრას ვუსურვებთ ქართველებს. კარგია ჩვენს ქუჩებში ასეთი ხალხმრავლობა და აუცილებელია ასე ამ დღის აღნიშვნა“, - ამბობენ ზუგდიდელები.




დამოუკიდებლობის აღსანიშნად ღონისძიებები ქალაქის მთავარი ხეივნის ორივე მხარეს და თავისუფლების მოედანზე დილიდან მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო (ფოტო)
Print