ახალი ამბები
ზუგდიდის გზებზე შეზღუდვები მოიხსნა
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საავტომობილო გზებზე შეზღუდვები, რომელიც სამი დღის განმავლობაში მოქმედებდა, მოიხსნა. ამ დროისთვის გამსახურდიას გამზირის ორივე მხარესა და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

სამი დღის განმავლობაში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიებზე ტრანსპორტი არ გადაადგილდებოდა.

ამავე თემაზე:

26 მაისთან დაკავშირებით ზუგდიდში გზებზე შეზღუდვები სამი დღის განმავლობაში იქნება
Print