ახალი ამბები
რუსეთიდან გამოპარული სელაპი „მიშა“ ფოთში დააფიქსირეს
რუსეთში მდებარე ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი "მიშა" (მიშიკო) ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ გაავრცელა.

"სელაპი "მიშა" (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს სელაპი საქართველოში 1936 წელს დააფიქსირეს", - წერს გუჩმანიძე.

მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ სელაპი, რუსეთიდან გამოპარვის შემდეგ აფხაზეთში, დაახლოებით, ერთი თვის უკან გამოჩნდა და მას "მიშიკო" აფხაზებმა შეარქვეს.

ფოტო: არჩილ გუჩმანიძე
Print