ახალი ამბები
მდინარე ჩხოუშიზე თევზაობის დროს მამაკაცი დაიღუპა
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშიზე ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობისას, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მათივე ცნობით, 43 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ საავადმყოფოში შემოყვანისას დაშავებული უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.


Print