რეგიონი
სოფელ ნარაზენში ეკალ-ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, გზის პირას ეკალ-ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ წინასწარი მონაცემებით 2 ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
Print