რეგიონი
შსს: ზუგდიდში ორი ადამიანი მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორი ადამიანი ზუგდიდში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნული ქმედება ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ცოლ-ქმარი ზუგდიდის რაიონული პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცების ბრალდებით დააკავეს

Print