რეგიონი
მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში სამი ნიღბიანი პირი ცაავების ოჯახს დაესხა თავს. დაზარალებულების ინფორმაციით, ნიღბიანები იარაღის მუქარით ოქროსა და ფულს ითხოვდნენ. მათივე თქმით, ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სს კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

Print