რეგიონი
ქართველებმა და აფხაზებმა იტალიაში თხილის წარმოების შესახებ სასწავლო ტურში მიიღეს მონაწილეობა
Action Against Hunger (მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ) ორგანიზებით იტალიაში ჩატარდა სასწავლო ტური თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

ტურში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და არასასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად
მონაწილეობა მიიღეს დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებმა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზიურ ფაროსანასთან და სხვა მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის გამოცდილება.

ტურის ფარბლებში მონაწილეები შეხვდნენ ტურინის უნივერსიტეტისა და სასოფლო სამეურნეო კვლევითი ცენტრების მეცნიერებს და დაათვალიერეს თხილის ბაღები. საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით მომავალშიც იგეგმება ანალოგიური პროგრამების გახორციელება.

®️


Print