ახალი ამბები
ქალებს ყველაფერი შეუძლიათ - ამერიკელი ავტომრბოლელის შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით ადგილობრივ ახალგაზრდებს NASCAR-ის ავტომრბოლელი ჯენიფერ ჯო კობი შეხვდა. მან შეკრებილებს საკუთარი საქმიანობა გააცნო და გამოცდილება გაუზიარა.

„მე უკვე შვიდი წელია ამ სფეროში ვარ, როგორც სრულუფლებიანი მონაწილე და ერთდაერთი ქალი აღნიშნულ სისტემაში. დასაწყისში არ ჩანდა ჩემი პერსპექტივა მიმზიდევლი, რადგან ვიყავი ქალი და არ მქონდა ფული, თუმცა სწორედ ამ წარუმატებლობის წინასწარმეტყველება გახდა ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი. ბედნიერი ვარ, რომ ქალი ვარ“, - აღნიშნა ჯო კობმა.



შეხვედრას ორგანიზება აშშ-ს საელჩომ გაუწია. საელჩოს მედიასთან ურთიერთობის კოორდინირების წარმომადგენელმა ნანა კიკნაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ.

„ეს ის დარგია, სადაც მამაკაცები სჭარბობენ, თუმცა მან შეძლო გამხდარიყო ძალიან წარმატებული და ცნობილი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც“, - აღნიშნა კიკნაძემ.



ჯენიფერ კობი ერთკვირიან კამპანიაში „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“ იღებს მონაწილეობას, რომელსაც აშშ-ს საელჩო 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ატარებს.




Print