რეგიონი
ზუგდიდში "მეგრული ენის დღისადმი" მიძღვნილ შეხვედრაზე საუბარი მეგრულად წარიმართა (ვიდეო)
სამხატვრო გალერეაში მოძრაობა ,,სამეგრელოს’’ ორგანიზებით, „მეგრული ენის დღე“ აღნიშნეს. ღონისძიებას, რომელიც მეგრულად წარიმართა, პოეტები, მწერლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მეგრული ენის გაქრობის საფრთხეებზე და მის გადარჩენის გზებზე ისაუბრეს. სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია მეგრული, სვანური და ლაზური ენების დასაცავად პასუხისმგებლობის აღებას სახელმწიფოს სთხოვს.

"გაქრობის საფრთხე ემუქრება პირველ რიგში მეგრულს, შემდეგ სვანურს, ლაზურს და ქართულსაც კი. წამოიდგინეთ ქართული ენა, რომელსაც სახელმწიფო სტატუსი გააჩნია საფრთხის წინაშეა და თქვენ წარმოიდგინეთ სხვა ენები რა მდომარეობაშია. სახცელმწიფომ უნდა შექმნას კომისია, რომელიც ამ პრობლემას შეისწავლია“, - თქვა ზურაბ კავარაცხელიამ

შეხვედარას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია ესწრებოდა. მან დღევანდელი დღე მთელს საქართველოს მიულოცა და აღნიშნა, რომ მეგრული ენა მთელი საქართველოს კუთვნილებაა. შეხვედრის ორგანიზატორებისგან განსხვავებით, ფაცაცია თვლის, რომ მეგრულ ენას გაქრობა არ ემუქრება.

"სანამ სამეგრელო და მეგრელი კაცი იარსებებს, მეგრული ენა და მეგრული ნანა არ გაქრება. გაქრობისკენ არ მგონია წავიდეს, მაგრამ ალბათ არის გარკვეული ასპექტები სიტყვების მოდელირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკანონმდებლო გარანტიებს, თუ საზოგადოება თვლის, რომ მას დაცვა სჭირდება და შეიმუშავებენ შესაბამის პეტიციას, ალბათ მას პარლამენტი განიხილავს", - აღნიშნა ფაცაციამ.

პოეტი შოთა წურწუმია მეგრულ ენის გადარჩენისთვის გარკვეული სახის ღონისძიებების გატარებაზე საუბრობს და თვლის, რომ ოჯახებში მშობლები ბავშვებს, როგორც ქართულად, ასევე მეგრულადად უნდა ესაუბრებოდნენ.
აღნიშნულ დღეს მოძრაობა „სამეგრელო“ „მეგრული ენის დღეს“ 2013 წლიდან აღნიშნავს.




Print