პოლიტიკა
ენმ: ვიწყებთ ივანიშვილის რეჟიმისგან დაზარალებულების განცხადებების მიღებას (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ პარტიის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ჟურნალისტებს ენმ-ის ახალი პროგრამა სახელწოდებით „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ გააცნო.

ზოდელავას თქმით, აღნიშნული პროგრამა ყველა იმ პირის იდენტიფიცირებასა და დახმარებას ითვალისწინებს, ვინც ივანიშვილის მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მიზეზით თავს დაზარალებულად მიიჩნევს.

„ჩვენი პროგრამა ეხება ყველა სოციალურად დაუცველ პირსს, ვისაც დახმარება უკანონო მოუხსნეს, ვინც სამსახურიდან ასევე უკანონოდ გააავისუფლეს ან უმძიმესი საბანკო წნეხის ქვეშ მოაქციეს. ჩვენი მიზანია, გვერდში დავუდგეთ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედეულებებისა, რადგან ეს არის ხალხის მიერ დაკვეთილი პროგრამა“, - აღნიშნა ზოდელავამ.

მისივე თქმით, შემოსულ წერილს შეისწავლიან, რის შემდეგადაც თითოეულ განმცხადებელს პრობლემების მოგვარების საგარანტიო სერთიფიკატი გადაეცემა, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილის აწერს.



„როგორც კი ხალხი ისევ გამოუცხადებს ნდობას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინვე დაიწყება მათი ამ პრობლემების მოგვარება, როგორც პერსონალურად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, იქნება საკანონმდებლო ცვლილებებიც. რაც შეეხება თანხას, ისინი მიიღებენ კომპენსაციას, რომელიც სპეციალური ფონდიდან გაიცემა. თავად ფონდი კი ნაწილობრივ სახელმწიფო სახსრებით, ნაწილობრივ კორუმპირებული ჩინოვნიკების უკანონოდ მოპოვებული ფინანსებით შევსება, მათ შორის საუბარია ივანიშვილზე“, - დასძინა მურთაზ ზოდელევამ.

პარტიაში ამბობენ, რომ მათი ახალი პროგრამის განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით დღეიდან დაიწყება. მათივე ცნობით, სამეგრელოში მცხოვრებ მოქალაქეებს განცხადებების წარდგენა ზუგდიდის, სენაკისა და მარტვილის რეგიონულ ოფისებში შეეძლებათ, ხოლო ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზისა და სოციალური ქსელის საშუალებით.




Print