ახალი ამბები
ხობში გარდაცვლილი ერთ-ერთი მამაკაცი ყოფილი პოლიციელია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ფარცვანიების სახლში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი მამაკაცი ყოფილი პოლიციელია. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მკვლელობა სწორედ მის სახლში მოხდა.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, სამი გარდაცვლილიდან ორი ერთმანეთის მეზობელია, ერთი კი სხვა სოფელში მცხოვრობი ხელოსანი, რომელიც ფარცვანიების სახლში მუშაობდა. ამავე ინფორმაციით, ურთიერშელაპარაკებისა და გასროლის ხმა არავის გაუგია. 

ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. გამოძიება სს კოდექსის 109-ე დამამძიმებელ გარემოებაშიო განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

ამავე თემაზე:

ხობში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

Print