ახალი ამბები
პირველი სკოლის საიუბილეო ღონისძიებას მიხეილ ხუბუტია ესწრება (ფოტო)
ზუგდიდის აკაკი წერეთლის პირველი საჯარო სკოლის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს. საღამოს რუსეთში მოღვაწე და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ესწრება. ის ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. ხუბუტია აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი და მხარდამჭერია.



საზეიმო კონცერტს ესწრება ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა. სკოლის ეზოში ყოფილი კურსდამთავრებულებიც არიან შეკრებილები.



დღევანდელ ღონისძიებაზე თბილისიდან ჩამოსული მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

Print