ახალი ამბები
ხუბუტიამ პირველი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს აიფონები და ლეპტოპები აჩუქა
რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, რომელიც პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, სკოლის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პედაგოგების ნაწილს ლეპტოპები, ხოლო 9 მედალოსან კურსდამთავრებულს აიფონები გადასცა. თავად ხუბუტიას კი მოსწავლეებმა ხატი აჩუქეს.

თავის მხრივ, სკოლის რედაქციამ რამდენიმე კურსდამთავრებულს, მათ შორის, ხუბუტიასა და მერის მოადგილეს გია გულორდავას სიგელები გადასცა.

ამავე თემაზე:

მიხეილ ხუბუტია ზუგდიდელებს საცურაო აუზის მშენებლობას დაჰპირდა
Print