ახალი ამბები
პირველ სკოლასა და რესურსცენტრთან პუტინის გამოსახულებები დატოვეს (ფოტო)
ზუგდიდის პირველი საჯაროს სკოლის ეზოს ღობესა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის კედლებზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებების სტენსილები გამოჩნდა.



სტენსილების ავტორის ვინაობა უცნობია.



გამოსახულებების დატოვებას წინ პირველი სკოლის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება უძღოდა, რომლის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი პუტინთან დაახლოებული რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია იყო. ის ღონისძიებას თავადაც ესწრებოდა და პედაგოგების ნაწილი და მედალოსანი კურსდამთავრებულები ლეპტოპებითა და აიფონ 8-ებით დაასაჩუქრა. თავადაც იუბილარმა ხუბუტიამ კი მოსწავლეებისგან საჩუქრად ოჯახის მფარველი ხატი მიიღო. გარდა ამისა, მას, როგორც სკოლის საპატიო კურსდამთავრებულს სიგელიც გადაეცა. ღონისძიებას დაესწრო ზუგდიდის საგანმანათლებო რესურცენტრის ხელმძღვანელიც.

ამავე თემაზე:

პირველი სკოლის 150 წლის იუბილე და მიხეილ ხუბუტიას საჩუქრები (ვიდეო)

Print