ბავშვის გატაცებაში ბრალდებული ქალი: როგორ უნდა ვიცხოვრო (ვიდეო)
13:58 / 31.05.2018
მცირეწლოვანი გოგონას მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული ემა
კვირტია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ წარდგენილი
ბრალდება მისთვის
შოკის მომგვრელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლოს
დაწყებამდე უთხრა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე
ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს უნდა იმსჯელოს.
"დედა, მამა და ყველა ჩემი დახმარებით იკვებებოდნენ. ის კი არა, ამ
ბავშვის ნათლია უნდა ვყოფილიყავი. ამას ბავშვის დედაც ამბობს.
ბრალდებას, რომ გავეცანი, შოკის მომგვრელი. ეს თუ დამიმტკიცდა მე თავს
მოვიკლავ. თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ ამის შემდეგ როგორ უნდა იცხოვროს
ადამიანმა. ყველას კითხეთ, გამოკითხეთ მეზობლები, ემა კვირტია და ვასო
ახალაია როგორი ადამიანები არიან და როგორ და რა პრინციპებით
ვცხოვრობთ, როგორ ვარსებობთ საერთოდ", - თქვა ბრალდებულმა.
ემა კვირტია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პროკურატურის
გადაწყვეტილებით გუშინ გაათავისუფლეს. მისი ადვოკატის ბაჩუკი
ყურაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოება,
რომ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მეორე ბრალდებული წინასწარი
დაკავების იზოლატორში რჩება.
28 მაისს პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ემა კვირტია და
ვასო ახალაია დააკავა. ცოლ-ქმარს
გამოძიება ვალის გამო, არასრულწლოვანის მძევლად ხელში
ჩაგდებას ედავება.
აღნიშნული ქმედება 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები