რეგიონი
სოხუმი: საზღვრის გადასაკვეთად გალის მცხოვრებლებს ბინადრობის მოწმობის წარდგენა მოუწევთ
სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად მოქალაქეებმა ბინადრობის მოწმობა უნდა წარადგინონ. შესაბამისი დადგენილება დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

„მინისტრთა კაბინეტის“ აპარატის ხელმძღვანელის დავიდ სანგულიას განცხადებით, აღნიშნული დადგენილების ახალ რედაქციაში ნათქვამია, რომ „საქართველოსთან საზღვრის გადასაკვეთად მოქლაქეებმა, არა მხოლოდ ეროვნული პასპორტი, არამედ ბინადრობის მოწმობა უნდა იქონიონ თან.

მისი განმარტებით, იმ მოქალაქეებმა, ვინც „საზღვარზე“ მხოლოდ ფორმა #9-ის წარდგენის შედეგად გადადიოდნენ,  "საპასპორტო - სავიზო სამსახურს უნდა მიაკითხონ და ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა მიიღონ".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის გაზაფხულზე მიიღო კანონი, რომელიც „აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე“ პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. გადაწყვეტილების თანახმად, „დროებითი ბინადრის მოწმობა“ მიენიჭება უმეტესად გალის მცხოვრებლებს, რომელთა დიდი ნაწილს არ გააჩნია „აფხაზეთის მოქალაქეობა“. კანონის თანახმად, აფხაზეთში მცხოვრებ „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს“ მიეცემათ აფხაზეთში ცხოვრების, ასევე მის საზღვრებს გარეთ თავისუფლად გასვლისა და კვლავ შემოსვლის უფლება. ამ დოკუმენტით შესაძლებელი იქნება აფხაზეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლაც.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.