რეგიონი
პროექტის "ვესაუბრებით ამომრჩევლებს" დასკვნითი შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ დასკვნითი შეხვედრა გამართა, სადაც მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს. კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი შეხვედრები, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებულობას საარჩევნო საკითხების, საკუთარი უფლებებისა და იმის შესახებ თუ რა სერვისებს სთავაზობს მათ ადმინისტრაცია.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა განვახორციელეთ ქალაქისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მოქალაქეებს მათი უფლებებისა და ცესკოს სერვისების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. პროექტის მიზანი არის ის, რომ უფრო ახლოს ვიყოთ ამომრჩევლებთან და ამაღლდეს მათი ინფორმირებულობის დონე“, - აღნიშნა მესხმა.

კომისიის წევრები მოსახლეობას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც ესაუბრნენ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩვნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის - „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ განხორციელება გასული წლის აპრილიდან დაიწყო.

Print