ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა ბაშარ ასადს სოხუმში ეპატიჟება
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სირიაში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ამავე ცნობით, შესაძლო ვიზიტზე სოხუმში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთსა და სირიაში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ელჩებმაც იმსჯელეს. 

რაულ ხაჯიმბამ ბაშარ ალ ასადი სოხუმშიც დაპატიჟა. აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ სირიის მხარეს "მეგობრობისა და თანამშრომლობის" შესახებ შეთანხმების პროექტიც გაუგზავნა.

ე.წ. ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიამ და ოკუპირებლმა აფხაზეთმა 29 მაისს განაცხადეს.


ამავე თემაზე:

კანადამ სირიის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარება დაგმო
Print