რეგიონი
ანაკლიაში ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება
ანაკლიაში 23-26 აგვისტოს Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ახალი 4 დღიანი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ ჩატარდება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მუსიკის გარდა, ფესტივალი სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო, კულტურულ, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს მოიცავს.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ანაკლიის საფესტივალო ტერიტორიაზე გაიხსნება ხუთი სცენა და მსმენელის წინაშე მსოფლიო დონის 80 შემსრულებელი წარსდგება. მათ შორის არიან: Solomun, Juan Atkins, Dzijan Emin & GPO, Francesco Tristano & Guti live და სხვ.

„ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიო სხვა მნიშვნელობის მქონე ლაივ-შემსრულებლებთან და დიჯეებთან“, -ამბობენ გუბერნიაში.

ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ ცნობილ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება. “EXIT”-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. ის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებული,  როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

მისი ჯამური ბიუჯეტი 6,162,360 ლარს შეადგენს, აქედან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ " ANAKLIA ECHOWAVES“ 4 160 000 ლარით დაფინანსება. 2 002 360 ლარს თავად ღონისძიების განმახორციელებელი გაიღებს.


Print