ახალი ამბები
ზუგდიდში შუახნის მამაკაცს ეძებენ
ზუგდიდში 52 წლის გია თოდუას ოჯახის წევრები და ახლობლები მეხუთე დღეა ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამავე ცნობით, მამაკაცი 1-ელ ივნისს დილის 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და ამ დრომდე მის შესახებ ნათესავებს ინფორმაცია არ აქვთ.

გია თოდუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუს მკვიდრია.

რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

წყარო: პირველი არხი


Print