რეგიონი
სოხუმში ტურისტების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ
აფხაზეთში სასტუმროს ფასები შარშანდელთან შედარებით 30 % - ით შემცირდა. ტუროპერატორების ნაწილის შეფასებით, ტარიფების ვარდნა, ზოგიერთ შემთხვევაში, ბაზარზე საზაფხულო აქციების დაწესებამ გამოიწვია. მათი ინფორმაციით, მოთხოვნის თვალსაზრისით, ყველაზე კარგი სიტუაცია გაგრასა და ბიჭვინთაშია. სხვები კი ფიქრობენ, რომ ფასების დაცემა შარშანდელმა მოვლენებმა გამოიწვია. მაშინ დამსვენებლების დიდი ნაკადის გადინება აფხაზეთში მოსკოველი ტურისტის მკვლელობას მოჰყვა, წერს „აფსნი ლაიფი“.

გამოცემის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ტურისტების უსაფრთხოების საკითხზე. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სანაპირო ზოლებში პატრულირების გააქტიურების და ტურისტებისთვის ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ. ასევე, გაძლიერდება ეპიდემიოლოგიური კონტროლი.

Print