ახალი ამბები
გურამ შელიას ფეისბუქზე რუსეთის გერბიანი მაისურით ფოტო წაშალეს
ზუგდიდის მერიის ააიპ " ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი"-ს თანამშრომელი გურამ (ცაცა) შელია ფეისბუქის გვერდზე რუსეთის გერბიანი მაისურით ფოტო აღარ იძებნება. ორივე ფოტო, რომელზეც შელიას რუსეთის გერბიანი და ამავე ენაზე „რუსეთი“-ს წარწერიანი ფოტო აცვია, წაშლილია. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ფოტო მისმა ოჯახის წევრმა წაშალა.

„მე არ წამიშლია, ჩემმა ცოლმა წაშალა. თუ მაგრები არიან, მოვიდნენ და ისე მელაპარაკონ. მთელი „ნაცხროვა“ წერდა კომენტარებს. თუ ასეა საქმე, რუსეთში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და არ უყურონ“, - თქვა შელიამ.

შელიას ფოტომ სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია. მას მომხმარებლები ოკუპანტი ქვეყნის მაისურის ჩაცმისთვის აკრიტიკებენ. თავად შელია კი მათ პასუხობს, რომ ის რუსების წინააღმდეგ აფხაზეთის ომში იბრძოდა და სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთისგან მიჯნავს. ამ შემთხვევაში კი მაისური იმიტომ ჩაიცვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატში რუსეთის ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობს.

ამავე თემაზე:

რატომ ჩაიცვა ზუგდიდელმა საჯარო მოხელემ რუსეთის გერბიანი მაისური



Print