ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ყინულის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებითვის 407 830 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია ყინულის მოედნის ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოები, გაყინვის სისტემების მოწყობილობების გამოცვლა-მონტაჟი, ასევე, განათებისა და გახმოვანების მოწყობა.

ამავე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა დაასრულოს, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი სამი წელია. მსურველებს წინადადებების შეტანა  23-დან 28 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

საციგურაო მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.  მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლოს მოედანი 2015 წელს დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა. მას რეაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127 ლარი გამოიყო.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის 400 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯება
Print