ახალი ამბები
უზენაესმა სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლებული გიდი სამსახურში აღადგინა
უზენაესმა სასამართლომ დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ელზა ზოდელავას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ ცნო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. ზოდელავას ინტერესებს სწორედ ამ ორგანიზაციის იურისტი ლელა მოწონელიძე იცავდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმს ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა, რაც, დღეის მდგომარეობით, 6000 ლარს შეადგენს.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიმდინარე წლის ივნისში არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.

ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. ის სამსახურიდან გასული წლის პირველ თებერვალს გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

ლილი ბერაია: თუ სასამართლომ ზოდელავას სარჩელი დააკმყოფილა გავასაჩივრებ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.