ახალი ამბები
ზუგდიდში მოზარდი, სავარაუდოდ, ბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, სტადიონზე 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ბურთს თამაშობდა, რა დროსაც გული გაუჩერდა. 

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს გული გაჩერებული ჰქონდა.

„ბავშვი,ასისტოლიით-გულის გაჩერებით შემოიყვანეს, ,ტერმინალურ მდგომარეობაში იყო.ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია სრული მოცულობით თუმცა რეანიმირება ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე მომდინარეობს.


Print