ახალი ამბები
სეს-ის რჩევები ფერმერებს თხილის ნაცროვან დაავადებასთან საბრძოლველად
სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ, რაც, უწყების განმარტებით, შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და დაიცავს თხილს დაზიანებისგან.

სეს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თხილის ნაცროვანი დაავადება აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფს. ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი კი იფარება ქეჩისებური ფიფქით.

„ნაცროვანი დაავადების და შედეგად მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით. ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები და შეწამვლისას აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება“, - აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში.

შეწამვლის სქემისა და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულებზე.




Print