ახალი ამბები
XIX საუკუნის ზუგდიდის ფოტო ნიუ-იორკის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლექციაში
ნიუ-იორკის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კავკასიის ციფრული ფოტოკოლექცია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც ზუგდიდის ფოტოც მოხვდა.
ჯორჯ კენანის კავკასიის ფოტოკოლექცია, რომელიც 274 ფოტოს აერთიანებს, ბიბლიოთეკაში 1930 წლიდან ინახებოდა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

ამერიკელი ჟურნალისტი, მკვლევარი და მოგზაური კავკასიაში 1870 წელს ჩამოვიდა. ნიუ იორკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ კენანის ფოტოკოლექციაში 1870-1878 წლებით დათარიღებული კადრები ინახება, რომლებზეც თბილისი, სამეგრელო, კახეთი და ქუთაისია ასახული. კოლექციაში დაცულია დიმიტრი ერმაკოვის, ილია აბულაძისა და ჯორჯ კენანის ფოტოები.


წყარო: "ბათუმელები"
Print