ახალი ამბები
„ბიზნეს ზონა“ - პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მეწარმეებისთვის (ვიდეო)
ზუგდიდის ტექნოპარკში ასოციაცია „სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ ახალი პროექტის „ბიზნეს ზონა“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთში მოღვაწერ ფერმერები, მცირე და საშუალო მეწარმეები დაესწრნენ.

„აგრო სახლის“ ხელმძღვანელის მაია მიქავას ინფორმაციით, პროექტის მიზანია სამეგრელოს რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის DCFTA-ის რეგულაციების, თანამედროვე წარმოების სტანდარტებისა და ბიზნესის განვითარების საკითხებზე ცოდნის დონის გაუმჯობესებისა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების შექმნას, საგანმანათლებლო ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის და DCFTA-ის რეგულაციების პოპულარიცაზიისა და საჯაროობის ხელშეწყობას.

„შევეცდებით მოვიკვლიოთ პრობლემები DFCTA-ის საკითხებზე, ასევე ყველა იმ თემაზე, რომელიც მეწარმეებს აწუხებთ და აქედან გამომდინარე, დავგეგმოთ საჭირო ტრენინგები. პროექტი, ფაქტობრივად DCFTA-სთან დაკავშირებული თემების პოპულარიზაციასა და სამომავლოდ სტანდარტებთან დაახლოებასა და საკნონმდებლო ცვლილებებისთვის მომზადებას ემსახურება“, - აღნიშნა მიქავამ. 



ამასთან, ასოციაცია პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის, მსხვილ აგრო ბიზნესისა და სერვისის მომწოდებლებს შორის კერძო დიალოგის ორგანიზებასაც უზრუნველყოფს, ჩატარდება ტრენინგ-სემინარები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებში და მოეწყობა საჯარო განხილვები.

მეწარმეებმა, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, თქვენს, რომ მსგავსი პროექტები მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია და მასში ჩართვას აქტიურად აპირებენ.

სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტს „ ბიზნეს ზონა“ ასოციაცია „სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში ახორციელებს. თავის მხრივ, აღნიშნული პროექტს ორგანიზაციათა კოალიცია "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" ( CIDA) , "ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა" ( ISET) , "ექსპორტის განვითარების ასოციაცია" ( EDA) , ასოციაცია "ათინათი" ( ATINATI ). 

Print