ახალი ამბები
ლაშა გოგია ზუგდიდელ სტუდენტებს უფასო მგზავრობას დაჰპირდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობას შეპირდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შესაბამისი თხოვნა მერმა სტუდენტებისგან მიიღო, რაზედაც ლაშა გოგიამ უპასუხა, რომ სექტემბრიდან ისინი აღნიშნულ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.

რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, რა სახსრებით აპირებს მერია სტუდენტებისთვის მგზავრობის დაფინანსებას, რაზეც პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ეს მათ წინასაარჩევნოდაც გააჟღერეს და საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.



მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მერმა მათ ასევე უთხრა, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისფლებისთვისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

"ახალგაზრდების ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად მხარს ვუჭერთ და ვახარცოლიებთ ისეთ ახალგაზრდულ პროგრამებს, რომელიც თქვენი ხელშეწყობისკენაა მიმართული. მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში. მე და ჩემს გუნდს გვქონდა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული სტუდენტების დაფინანსება, რომელიც ამოქმედდა და სტუდენტები უკვე სარგებლობენ სტიპენდიით, ასევე ძალაშია საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაც“, -აღნიშნა სტუდენტებთან შეხვედრისას ლაშა გოგიამ.



შეხვედრის დასასრულს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამსრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

Print