ახალი ამბები
რუხის მშენებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩასატარებელ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩასატარებელ სამუშაოებზე 95 664 ლარი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. საუბარია კლინიკაში მოსაწყობი ლიფტების შახტების სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხუთსართულიან კლინიკაში სულ 9 ლიფტი დამონტაჟდება. 

ტენდერში წინადადებების მიღება 12-დან 28 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. კლინიკის ამოქმედების თარიღად ჯერ 2016 წლის ბოლოს ვარაუდობდნენ. მოგვიანებით, 2016 წლის თებერვალში სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკა 2017 წლის დასაწყისში უნდა გახსნილიყო. მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მიმდინარე წლის ზაფხულში ვენტილაციის პრობლემა დაასახელა, რაც, ამ დროისთვის მოგვარებულია. გასული წლის ნოემბერში ჯადაცვის სამინისტროში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ კლინიკის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდება, თუმცა, როდიდან დაიწყებს კლინიკა პაციენტების მიღებას, უცნობია.

სამშენებლო სამუშაოებს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება და პროექტის ღირებულება 41 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება.


ამავე თემაზე:

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციონირების დაწყების თარიღი უცნობია
Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
20 / მაისი 2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ  ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნები შეაფასა და თითოეული მოქალაქეს გუნდისადმი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
20 / მაისი 2019
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლებმა პოპულარიზაცია მოახდინეს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოში არსებული სიმონ ჩიქოვანის სახელობის სახლ-მუზეუმის.
20 / მაისი 2019
გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მმართველი პარტიიდან მის კონკურენტს გიორგი შენგელიას 15 უბანზე მოუგო. მათგან - 14 სოფლებში,
საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის
ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს, 19 მაისს, სამი წელი გავიდა.
ტერაბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან.
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.