რეგიონი
"გიგის ინოვაციური მანქანები" - ზუგდიდელი მოზარდის გამოფენა ტექნოპარკში (ფოტო, ვიდეო)
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის ტექნოპარკში 12 წლის მოზარდის გიგი სიჭინავას ნამუშევრები გამოიფინა. პატარა ხელოვანმა დამთვალიერებლებს საკუთარი ხელით შექმნილი ე.წ. აპლიკაციები და გამოძერწილი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის, მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები და მოტოციკლები წარუდგინა. 



„აი, ამ სატვირთო ავტომანქანის გამოძერწვა დავიწყე 2017 წელს და მას შემდეგ კიდევ ბევრი გამოვძერწე, რასაც აქ ხედავთ. ძალიან მიყვარს ამის კეთება“, - გვითხრა გიგიმ.

პატარა ხელოვანის დედა ამბობს, რომ ეს საქმიანობა საკმაოდ შრომატევადია და დიდი ნებისყოფაც სჭირდება.



„აქ არის გიგის მიერ დამზადებული ქაღალდის აპლიკაციები, რომლებიც ხელით არის დამუშავებული და დეტალურად აქვს ყველაფერი დატანილი, ისევე, როგორც ნაძერწებზე. ამას დიდი ნებისყოფა სჭირდება. შესაძლოა, ერთ ნამუშევარს საათები ან დღეები დასჭირდეს. მისი წყარო არის ინტერნეტი და გარემო, რომელსაც ყოველდღიურად ხედავს. ყველაფერს იწერს, ინიშნავს, აკვირდება... რასაც აქ ხედავთ, ორი წლის ნამუშევრებია“, - აღნიშნა გიგის დედამ ნათია სახოკიამ.



ტექნოპარკში მის მიერ შექმნილი ნახატებიც იყო წარმოდგენილი. გიგის ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა დამთვალიერებლებში. ის მომავალში ფაზლების გამოფენასაც გეგმავს.



„ყველაფერი ნამდვილად უნიკალურია, ჩემი საყვარელი ნამუშევარია ქალი ყვითლებში, რომელშიც განსაკუთრებით ფერთა შეხამება მომწონს. ზოგჯერ გაკვეთილზეც ვიტოვებთ დროს, რომ გიგიმ საყვარელი საქმე აკეთოს“, - თქვა მისმა მასწავლებელმა ნათია ბაკარანძემ.



მოგვიანებით, სტუმრებმა კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში გადაღებული რამდენიმეწუთიანი ფილმიც ნახეს, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პატარა ხელოვანისა და მისი მეგობრის ყოველდღიურ ურთიერთობას ასახავს. აღნიშნული კამპანიის მიზანი შშმ ბავშვების მიმართ სტიგმის დაძლევა და საზოგადოების ცნობიერების შეცვლაა.



#6 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგი სიჭინავა საკუთარ სახელოსნოში მუშაობს, რომელიც მას მშობლებმა გასული წლის ოქტომბერში გაუხსნეს. 

ამავე თემაზე:

12 წლის ხელოვანის თავისუფალი სივრცე (ვიდეო)


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყება.
13:48 / 14.08.2018
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყება.
შემოდგომაზე გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სტენდების და
მასზე გასაკრავი პლაკატებისთვის სპეციალური
13:16 / 14.08.2018
შემოდგომაზე გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სტენდების და მასზე გასაკრავი პლაკატებისთვის სპეციალური
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, სადაც
საკრებულოც არის განთავსებული, შესაძლოა, ბავშვებისთვის სპეციალური
12:49 / 14.08.2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, სადაც საკრებულოც არის განთავსებული, შესაძლოა, ბავშვებისთვის სპეციალური
26 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს
გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა,
10:47 / 14.08.2018
26 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, კარიერზე მიმდინარე
სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის
ტრაქტორის
21:45 / 13.08.2018
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, კარიერზე მიმდინარე სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის ტრაქტორის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ძლიერმა წვიმამ დააზარალა.
განსაკუთრებული ზიანი მიადგა
18:21 / 13.08.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ძლიერმა წვიმამ დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სამთავრობო უწყებებისა და
ადგილობრივების შეხვედრა,
17:41 / 13.08.2018
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივების შეხვედრა,
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის
პროექტი დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
16:12 / 13.08.2018
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზუგდიდში თხილის ფასი ხარისხის მიხედვით განისაზღვრება და ამ ეტაპზე
მისი ღირებულება 1-და 4 ლარამდე მერყეობს. თხილის ჩამბარებელ
16:09 / 13.08.2018
ზუგდიდში თხილის ფასი ხარისხის მიხედვით განისაზღვრება და ამ ეტაპზე მისი ღირებულება 1-და 4 ლარამდე მერყეობს. თხილის ჩამბარებელ
ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ამ წუთებში
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა
15:41 / 13.08.2018
ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ამ წუთებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა
მოქალაქეების აზრი
რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდებისთვის ზუგდიდში - გამოკითხვა (ვიდეო)
29 / ივლისი 2018
რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდებისთვის - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდელებს მიმართა. გამოკითხულთა უმეტესობა
როგორ მოიქცევით, თუ გახდებით ოჯახში ძალადობის მომსწრე - გამოკითხვა (ვიდეო)
13 / ივლისი 2018
როგორ მოიქცევით, თუ გახდებით ოჯახში ძალადობის მომსწრე, ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდელებს მიმართა.
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2018
მას შემდეგ, რაც რადიო "ათინათის" ვებგვერდზე მოქალაქის მიერ გადაღებული სოხუმისა და რიწის ტბის ფოტოები გამოქვეყნდა, ფეისბუკ მომხმარებელმა ახალი
14 / აგვისტო 2018
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყება.
14 / აგვისტო 2018
შემოდგომაზე გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სტენდების და მასზე გასაკრავი პლაკატებისთვის სპეციალური
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის საქმიანობას?
შენი გვარის ისტორია
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.