ახალი ამბები
მდინარე ჯუმზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის,სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმზე მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, ნავიდან უკანონოდ იჭერდნენ თევზს და მოპოვებული ჰქონდათ 3 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.

ამავე ცნობით, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
Print