ახალი ამბები
HaHa ემოციების შემდეგ ხაჯიმბას ფეისბუქზე მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნის ამსახველი ფოტოები არ იძებნება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე მისი ყოფნის ამსახველი ფოტოები აღარ იძებნება. სავარაუდოდ, ხაჯიმბამ პოსტი წაშალა ან მასზე წვდომა შეზღუდა მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ფოტოებზე დატოვებულმა HaHa (დაცინვის) ემოციებმა მოწონების ნიშნებს გადააჭარბა.

მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ ის ჩემპიონატის გახსნას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად დაესწრო.

ხაჯიმბა წერდა, რომ ის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ორგანიზატორების მიწვევით იმყოფებოდა.

14 ივნისს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. პრეზიდენტების გარდა, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ლიბანის, საუდის არაბეთის, უზბეკეთის, ბოლივიისა და პარაგვაის ლიდერები დაესწრნენ.

ამავე თემაზე:

ხაჯიმბა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე და ქართველების HaHa ემოცია მის ფოტოზე
Print