ახალი ამბები
მესტიაში ათი ძეგლი წლის ბოლომდე რეაბილიტირდება (ფოტო)
მიმდინარე წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მდებარე სვანურ კოშკებს, მაჩუბებსა და ეკლესიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

მესტიაში ლეხთაგის უბანში წმ. მარიამის ეკლესიის მიმდებარედ მდგომი სვ. სახლი

შესაბამისი ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა.


შალიკო რატიანი მაჩუბი

რეაბილიტაციას ძეგლებს, სავარაუდოდ, შპს „თაუერს +“ ჩაუტარებს, რომელმაც სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.


ლელა ჯაჯვანის კოშკი

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რეაბილიტირდება სოფ. მულახში, თამარ გუჯეჯიანის ჰაგაამი, სოფ. ბეჩო-მაზერში ომარ დადაშკელიანის კოშკი, სოფ. იელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, დაბა მესტიაში ლაღამის მაცხოვრის ეკლესია ( აღდგება მინაშენი და გალავანი), დაბა მესტიაში ლუხუმ ფალიანის კოშკი, მულახში გოჩა ნავერიანის კომპლექსი, დაბა მესტიაში შალიკო რატიანის მაჩუბი და ლეხტაგის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიის მემდებარედ არსებული მაჩუბი, ასევე, სერგო ხერგიანის მაჩუბი, სოფელ ლებჯერში ლელა ჯაჯვანის კოშკი.


სოფ. იელი, ნათლისმცემლის ეკლესია

აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს,  330 000 ლარი დაიხარჯება.


Print