რეგიონი
"სუხიშვილები" ზუგდიდში კონცერტს გამართავენ
სუხიშვილების ნაცონალური ბალეტის მოცეკვავეები 30 ივნისს ზუგდიდელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. მუნიციპალიტეტის "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ინფორმაციით, კონცერტი კულტურის სახლ „ოდიშში“ გაიმართება.



ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება, მსურველებს კი ბილეთების შეძენა 25-30 ლარად შეეძლებათ.

კონცერტი პროექტ Chek in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.


Print