რეგიონი
რუხში ლუდის ფესტივალი გაიმართა
ფესტივალი "გზა ერთობისკენ - რუხი 2018"-ის ფარგლებში, რუხის სავაჭრო ცენტრში "ბავარიის" ლუდის ფესტივალი ჩატარდა. გაიმართა სხვადასხვა გათამაშება, რომელშიც მონაწილოება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, კონკურსების შემდეგ გამარჯვება აბაშის გუნდმა მოიპოვა და ამსტერდამში მოგზაურობის სრული პაკეტი მოიგო. 





ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.



ღონისძიების ფარგლებში ჯგუფ "ვაკის პარკის" კონცერტიც გაიმართა.



ფესტივალი "გზა ერთობისკენ - რუხი 2018" 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება.

რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხერო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი "გზა ერთობისკენ - რუხი 2018" -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.

Print