ახალი ამბები
უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 192-ე კმ-ზე (უშგული-ლასდილი) მოძრაობა 11 დღის შემდეგ აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის.

აღნიშნული გზის სავალი ნაწილი 7 ივნისს ჩაწყდა, რის გამო ამ მონაკვეთზე სატრანპორტო მოძრაობა აიკრძალა.

Print